როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ სამოდელო გაკვეთილი
სამოდელო გაკვეთილის ჩატარება უფროსი და
წამყვანი მასწავლებლებისთვის განსაზღვრული აქტივობაა. უფროს მასწავლებელს,
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ევალება ორი სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, თითო გაკვეთილი - 1 კრედიტ ქულით ფასდება.
სამოდელო გაკვეთილის მთავარი
მახასიათებელი ის არის, რომ იგი უნდა განსხვავდებოდეს ყოველდღიური გაკვეთილებისგან
და გვთავაზობდეს რაიმე სიახლეს,
არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას სწავლა-სწავლებაში.
სამოდელო გაკვეთილს აქვს 4 ძირითადი
მიმართულება, რომელთაგანაც მასწავლებელი ირჩევს ერთ-ერთს. სამოდელო შეიძლება
იყოს: ინტეგრირებული გაკვეთილი; პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული გაკვეთილი; ინოვაციური
გაკვეთილი.
სანამ გავეცნობოდი სამოდელო გაკვეთილის სტილს, ძალიან
რთული მეჩვენებოდა, რაღაცის მოდელის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა. იქიდან
გამომდინარე, რომ
სამოდელო გაკვეთილის ჩატარება სავალდებულო აქტივობაა, უნდა მებრძოლა პრობლემის დასაძლევად,
გავეცანი ლიტერატურას, ვესაუბრე ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების, სხვადასხვა
საგნის გამოცდილ მასწავლებლებს, რომელთა
დახმარებით დავძლიე შიში ,,მოდელის შექმნის“, ახლა კი მინდა თქვენც გაგიზიაროთ
ჩემი გამოცდილება.
რას წარმოადგენს
თითოეული მათგანი?
1. ინტეგრირებული
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს
მოახდინოს გაკვეთილზე საგანთაშორის ინტეგრირება ისე, რომ უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევა. ამგვარი გაკვეთილი
მოსწავლეებს ეხმარება საკითხის/საკითხების მრავალმხრივ გააზრებაში. ამგვარი ტიპის სამოდელო
გაკვეთლის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია საგანთაშორის ინტეგრირება იყოს ლოგიკური.
2. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი - ამგვარმა გაკვეთილმა უნდა დააკმაყოფიოს შემდეგი კრიტერიუმები:
პრობლემა აქტუალური უნდა იყოს მოსწავლეებისთვის;
გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურებები;
გავთვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა წინარე
ცოდნა (რაც განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ მოტივაციას);
მოსწავლეებმა გაკვეთილზე უნდა გამოავლინონ
პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარი.
3. გამჭოლი კომპეტენციების
განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი -ამგვარი გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა
უნდა აირჩიოს კონკრეტულად რომელი გამჭოლი კონპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს მის
მიერ დაგეგმილი გაკვეთილი. შესაძლებელია, ერთ გაკვეთლი მასწავლებელმა დაგეგმოს რამდენიმე
გამჭოლ კომპეტენციის ფარგლებში. მთავარია, გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი და სრულად
უწყობდეს ხელს დასახული მიზნის/მიზნების მიღწევას.
4. ინოვაციური გაკვეთილი - ამგვარი გაკვეთილის
მთავარი მახასიათებლებს წარმოადგენს:
გაკვეთილი იყოს თემატურად ინოვაციური ან მეთოდურად
ინოვაციური;
სიახლე შემოქმედებითად და საინტერესოდ იყოს
შემოტანილი საგაკვეთილო სივრცეში;
მასალა თანმიმდევრულად და საინტერესოდ იყოს
მიწოდებული მოსწავლეებისთვის;
გაკვეთილმა უზრუნველყოს დაგეგმილ შედეგზე/შედეგებზე
გასვლა.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებთ მიმდინარე
სასწავლო წელს დავგეგმე და ჩავატარე ორი სამოდელო გაკვეთილი, ერთი იყო ინტეგრირებული
გაკვეთილი ,,თბილისის ისტორია“, ხოლო მეორე პრობლემაზე ორიენტირებული ტიპის,
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“-ს მიხედვით.
პირველ რიგში
მინდა გესაუბროთ ინტეგრირებულ გაკვეთილზე, მე-6 კლასის სახელმძღვანელოში ისწავლება საინფორმაციო ტექსტი - თბილისის ისტორია, ტექსტში საუბარია
ძველ თბილისში არსებულ, რელიგიური ნაგებობების შესახებ. თუმცა რატომაა ამდენი
რელიგიური ნაგებობა ერთ ქალაქში ამაზე ძალიან მწირია ინფორმაცია. ჩვენი საქართველო
სახელმძღვანელოში კი ეს თემა კარგადაა ჩაშლილი. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს
სკოლებში სხვადასხვა სარწმუნოების მოსწავლეები სწავლობენ, ეს
თემა მეტად აქტუალურია. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ, სხვადასხვა ფორმით მიწოდებული
ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება, ტექსტის გაგება-გააზრება, ერთი საგნის დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან, რაც ხელს შეუწყობდა ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი
ცოდნისა და გამოცდილების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას - ტრანსფერს.
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ბავშვებს შევთავაზე სლაიდებზე მოცემული კითხვები, ახალი მასალის გაცნობის დროს ვიძიებდით ინფორმაციას
,,ჩვენი საქართველოს“ სახელმძღვანელოდან, რაც მოსწავლეებისთვის საინტერესო და
სახალისო გამოდგა. ახალი მასალის ათვისებას ხელი შეუწყო ვიდეო რგოლის ნახვამ,
რომელიც დამპყრობლების შემოსევებსა და
მათი რელიგიების გავრცელებას ეხებოდა. ტექსტის გაცნობისა და გაგების ხარისხის
გადამოწმების შემდეგ, განმტკიცების ფაზაზე მიეცათ დავალება, უნდა შეევსოთ ,,დროის ღერძი“, კონვერტში ჩალაგებული მქონდა შესწავლილი მასალიდან
ფაქტები და კონკრეტული პერიოდები, მოსწავლებს უნდა ამოეცნოთ და დაეხარისხებინათ
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. მოსწავლეებმა დავალება თითქმის ზედმიწევნით
შეასრულეს, რაშიც საგანთა ინტეგრირება დაეხმარათ.
რაც შეეხება
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს
გაეცნობიერებინათ ბუნებაში ადამიანის უხეშად ან და დადებითად ჩარევით
გამოწვეული შედეგების მნიშვნელობა; შეძლებოდათ ტექსტიდან პრობლემის
გამოყოფა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა, თანაგრძნობის,
სხვისი პატივისცემის, ემპათიის უნარების განვითარება.
პირველ რიგში მოსწავლეებს ვაყურებინე რეპორტაჟი,
უკანონო ნადირობის შესახებ. შემდეგ დავუსვი
ისეთი კითხვები რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეებს დაენახათ პრობლემა და გაეანალიზებინათ, მაგ. რა უსამართლობას
სჩადიან ადამიანები? რატომ გახდნენ ჯიხვი,
კეთილშობილი ირემი, ქურციკი გადაშენების პირას მყოფნი? ვინ მიიყვანა ისინი გადაშენების
პირამდე და
ა.შ. მოსწავლეებს რომ შეძლებოდათ პრობლემის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ვამუშავებ ,,პერსონაჟის რუკა“-ზე.
გაკვეთილის ბოლოს პრობლემის შესაფასებლად მოსწავლები ვამუშავე ჯგუფებში, დავალებას
შემდეგში მდგომარეობდა, როგორც ვნახეთ ადამიანი ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენების
სურვილმა უგულოდ აქცია, რას იმსახურებენ ისინი? გამოვუტანოთ „სასჯელი“ -მცირე
ფულადი ჯარიმა, დიდი ფულადი ჯარიმა, ხანმოკლე პატიმრობა, ხანგრძლივი პატიმრობა, არ
უნდა ისჯებოდეს. ჯგუფებმა ძალიან აქტიურად
იმუშავეს, იმსჯელეს, იკამათეს და ბოლოს განაჩენი დიდ ფულად ჯარიმა გამოუტანეს,
ჯარიმის ეფექტურობას არგუმენტირებული მსჯელობით ამყარებდნენ. გაკვეთილი ეფექტური
გამოდგა, მათ ისწავლეს პრობლემის გაანალიზება, მიზეზ შედეგობრივი კავშირის
დადგენა, შეფასება.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ სამოდელო გაკვეთილები ჩვენს მოსწავლეებს მასალის უკეთ აღქმაში ეხმარებათ. ამისთვის კარგია სწორედ მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება, რაც სახალისოს გახდის სწავლებას და მოსწავლეს ცოდნას გაუმყარებს. ეს ცოდნა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ გაკვეთილის შემდეგ კარგი შეფასება მიიღონ. ეს უნარები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.
სამოდელო გაკვეთილის
მომზადება და ჩატარება სერიოზული და საპასუხისმგებლო წამოწყებაა. ის
მოითხოვს მასწავლებლისგან არა მარტო საკუთარი საგნის კომპეტენციის ფლობას, არამედ
ზოგად უნარებს, ეს მოითხოვს მეტ
მომზადებას მასწავლებლისგან და ახალი ცოდნის და კომპეტენციის შეძენას.
ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა მე მესმის, რომ დღევანდელ
გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეტი სიხშირით
უნდა მოვახდინოთ სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება.
გაკვეთილის გეგმას თან უნდა ახლდეს რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე, რომელიც
სრულყოფილად, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობთა და არგუმენტირებულად უნდა პასუხობდეს
შეფასების კრიტერიუმში მოცემულ შეკითხვებს.
„სქემის ერთ-ერთი ამოცანაა სკოლების
გაძლიერება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სკოლის ბაზაზე პროფესიული
განვითარების სტიმულირებას. სწორედ
ამიტომ უნდა წახალისდეს მასწავლებლებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება
და პროფესიული დიალოგი“ - ვკითხულობთ „მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევში“,
ნაცნობ პედაგოგებს არაერთხელ მოუმართავთ რჩევისთვის, ვიცი რაცაა გამოცდილი კოლეგის
დახმარება, ამიტომ ყოველთვის მზად ვარ გამოცდილების გაზიარებისთვის. ამ მოხსენების
მიზეზიც ესაა, ვფიქრობთ, ჩემი გამოცდილება გარკვეულ დახმარებას გაუწევს სამოდელო
გაკვეთილის ჩატარებით დაინტერესებულ მასწავლებლებს.
გამოყენებული
ლიტერატურა:
1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი,
ნაწილი I, მასწავლეელთა პორფესიული განვითარების ეროვნლი ცენტრი, 2015
წ.;
2. მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზირებული
ინსტრუმენტები, მასწავლეელთა პორფესიული განვითარების ეროვნლი ცენტრი, 2017 წ.;
მომხსენებელი:
ცირა აბულაძე
20 მაისი
2019 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий