https://drive.google.com/drive/folders/16MsbVfTlDMxWpna4TOeY3Pi7kR7HCVyV?usp=sharing
ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო
პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო პროცესს მიმზიდველსა
და საინტერესოს ხდის, გამომდინარე იქიდან რომ
თანამედროვე სამყარო
ტექნოლოგიებთან ძალიან მეგობრობს, მოსწავლეთათვის მათი
საშუალებით ცოდნის მიღება მოსახერხებელი
და მრავალფეროვანია. ისტ-ის
სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების, ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე
პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას,
მართვას, მის დამუშავებას, შეფასებას და ანალიზს.
ამ
საკითხის აქტუალურობამ გამოიწვია ჩემი ინტერესი, რომ მეც ჩავრთულიყავი
და გამომეხატა ჩემი შეხედულება და გამოცდილება, მომესმინა ჩემი
კოლეგების მოსაზრებები ისტ-ის გამოყენების შესახებ სასწავლო პროცესში.
ჩემი აზრით, ისტ-ის გამოყენებით სასწავლო პროცესში, ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული უნარებისა და ჩვევების განვითარება უფრო ეფექტიანად და
საინტერესოდ წარიმართება. (მაგ: ინფორმაციის გააზრება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევის
და ინოვაციური მიდგომების განვითარება, ტექსტური მასალისათვის გრაფიკული
გამოსახულების შერჩევა და ა.შ.).
მიმდინარე
2017-2018 სასწავლო წელს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი მე-5 კლასს, ვცდილობ მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო საგაკვეთილო
პროცესში, ამისთვის სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებ, მაგ: მრავალფეროვან
რესურსებს, თვალსაჩინოებას, თანამერდროვე ტექნოლოგიებს, ილუსტრაციას, სამუშაო ბარათებს და სხვ. ყველაზე ეფექტური
აღმოჩნდა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ჩემი
მიზანი იყო ტექნოლოგიების გამოყენებით გამეზარდა მოსწავლეების ჩართულობა და გაკვეთილი გამეხადა ეფექტური და საინტერესო.
პირველ რიგში გავეცანი საჭირო ლიტერატურას.
მოვიძიე საიტი https://learningapps.org,
სადაც უამრავი რესურსია განთავსებული, მათი
გაკვეთილზე გამოყენება ეფექტურად შეიძლება, გარდა ამისა შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევქნმათ ჩვენთვის
სასურველი კონკრეტული თებების ელექტრო რესურსი,
ეს იქნება ვიქტორინა, კროსვორდები, თავსატეხები, ჩანართები და ასე შემდეგ. მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან
იოლი და საინტერესო საიტია.
გაგაცნობთ ჩემს მიერ ჩატარებული
რამდენიმე გაკვეთილის მოკლე მიმოხილვას, თემა:-
სინონიმები. გაკვეთილი დავგეგმე ისე, რომ სამი აქტივობა იყო ისტ-ის გამოყენებით დაგეგმილი. იქიდან გამომდინარე,
რომ მოსწავლეებს უყვართ კომპიუტერთან ურთიერთობა და ყველას აქვს სურვილი თავად შეასრულოს
დავალებები, გაკვეთილის ძირითადი ნაწილი დავგეგმე
ინდივიდუალურ მუშაობაზე, ერთ-ერთი აქტივობა
ჯგუფური მუშაობაც იყო. ბავშვები ხალისით მონაწილეობდნენ აქტივობებში, რაც უშუალოდ ისტ-ის
გამოყენებით იყო დაგეგმილი. ხშირად მივმართავ power
paint-ის გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც წარმოვაჩენ
სასურველ თემას. მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან ბუკებით, მათ დავალებას Wi-Fi
-ის საშუალებით ვაწვდი. https://learningapps.org/watch?v=p8f3fm06c01 რომელიც შემდეგში მდგომარეობდა, სინონიმური წყვილი მიმობნეული იყო ფურცელზე, უნდა ამოეცნოთ და დაეწყვილებინათ, სწორედ ამოცნობის შემთხვევაში აგროვებდნენ
ქულებს. არანაკლები ინტერესი გამოიწვია შემდეგმა აქტივობამაც რომელიც ჯგუფური მუშაობისთვის იყო
განკუთვნილი, აქტივობა ისევ სინონიმების დაწყვილებაა,
დავალება შედარებით რთულია მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ სიტყვების მნიშვნელობა და ისე
უნდა შექმნან სინონიმური წყვილები, აქტივობისთვის დრო გამოყოფილია ამიტომ ჯგუფებმა,
სწრაფად და ხარისხიანად უნდა შეასრულონ სამუშაო.
https://learningapps.org/1109121 , ვფიქრობდი დავალების სირთულე შეცვლიდა მათ განწყობას,
მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა, მოსწავლეებმა მათი საინტერესო საგნის (კომპიუტერის) გამოყენებით
რთული დავალებასაც კი ადვილად დაძლიეს. გაკვეთილი სახალისო და ეფექტური გამოდგა. გაკვეთილის შეჯამების დროს აღმაფრთოვანა მოსწავლეების თხოვნამ კიდევ ჩაგვეტარებინა ასეთი გაკვეთილი.
მეორე
გაკვეთილის თემად შევარჩიე საკმაოდ რთული მასალა: შ. რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“ ნაწყვეტი ,,ამბავი
როსტევან არაბთა
მეფისა", გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით, power paint-ში მომზადებული
სლაიდებით, მოსწავლეებმა თვალი გადაავლეს მათ მიერ შესწავლილ მასალას. Wi-Fi -ის გამოყენებით, მოსწავლეებს გადავუგზავნე
საქაღალდე რომელშიც ჩალაგებული იყო ილუსტრაციები (შესწავლილი მონაკვეთის მიხედვით).
მოსწავლეებ ის უნდა დაელაგებინათ შინაარსის თანმიმდევრულად. მსგავსი აქტივობა მანამდე,
სხვა თემაზე გაკეთებული გვქონდა, ოღონდ მატერიალური სახით, მაგრამ მაშინ არ გამოუწვევია
ასეთი ინტერესი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა კი ჩემი აზრით, ელექტრონული ტესტები
იყო, ტესტები შედგენილი იყო დახურული კითხვებით,
მოსწავლეებს წარმოდგენილი სამი სავარაუდო პასუხიდან
უნდა აერჩია ერთი. ტესტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ამოწმებდნენ თავიანთ ნამუშევარს,
მოსწავლეებს თვალს ვადევნებდი მუშაობის პროცესში, შეცდომებს ვინიშნავდი, გაკვეთილის
შეჯამებისას, მოსწავლეებს განმეორებით დავუსვი იგივე კითხვა და აღმაფრთოვანა იმ ფაქტმა,
რომ კომპიუტერის საშუალებით მათ გაცილებით სწრაფად გაიაზრეს დაშვებული შეცდომები და
გამოასწორეს. მიმაჩნია, რომ ისტ-ის გამოყენებამ
არამარტო საინტერესო და სახალისო გახადა სასწავლო პროცესი, არამედ მათ მიერ ნასწავლი
მასალის გააზრება, დახარისხებამ, მოსწავლეები
აიყვანა მაღალ სააზროვნო დონეზეც.
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებამ
სასწავლო პროცესში ძალიან კარგი შედეგი მომცა, მოსწავლეებმა ცოდნის მიღება უფრო ადვილად
და ხალისით შეძლეს. ამიტომ სასწავლო პროცესში ხშირად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
სკოლის ბაზაზე ჩემს კოლეგებსაც გავუზიარე ჩემი გამოცდილება, სიამაყით მინდა ავღნიშნო,
რომ დღეს ისინიც აღფრთოვანებით საუბრობენ იმ შედეგზე რასაც მიაღწიეს. სწორედ ამ ფაქტმა
განაპირობა, რომ გადავწყვიტე სხვებსაც გავზიარო ჩემი გამოცდილება, იმედია გამოადგებათ.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ამაღლებს მოსწავლთა მოტივაციას საგნის
სწავლების მიმართ რადგან მოსწავლე თვითონ ეძებს, ქმნის, სხვადასხვა მრავალფეროვან სასწავლო
მასალას, თავად მოსწავლეა აქტიურად ჩაბმული სასწავლო პროცესში, რაც მედიაწიგნიერების
უნარ-ჩვევის განვითარებას უწყობს ხელს. სასურველია თანამედროვე ტექნოლოგიების ხშირი
გამოყენება სასწავლო პროცესში, რადგან ის გაცილებით მეტია ვიდრე სურათი, პლაკატი და
სხვ. მასალა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
სასწავლო და პროფესიული გარემო
(მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო) თბილისი 2008 წელი.
2.
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
(მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) თბილისი 2011 წელი.
მომხსენებელი: ცირა
აბულაძე
10 მაისი 2018 წელი
ძალიან კარგი თემაა.
ОтветитьУдалитьყოჩაღ! ძალიან საინტერესოა
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა
ОтветитьУдалитьkargadaaTema Camoyalibebuli, Tu nebas damrTavT gamoviyeneb Cems praqtikaSi.
ОтветитьУдалитьЭтот комментарий был удален администратором блога.
ОтветитьУдалитьყოჩაღ ცირა, ისტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში საუკეთესოდ გაქვს წარმოდგენილი, წარმატებები.
ОтветитьУдалитьარაჩვეულებრივია👏👏
ОтветитьУдалитьწარმატებები!❤