სამოდელო გაკვეთილი (ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული), გაკვეთილის გეგმა, რეფლექსია, რესურსები, ფოტო მასალა

რესურსი
https://drive.google.com/file/d/0B7nUji73m7swaFZhMkZuTlMySW8/view

გაკვეთილის გეგმა
https://docs.google.com/document/d/1q_XS9mgaRxU1f1kFc0M6FqW-oeHOPZjCG-cMeS7jiWo/edit?usp=sharing
სამოდელო გაკვეთილი
(პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)
მასწავლებლის სახელი და გვარი: ცირა აბულაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
სსსმ მოსწავლე: 2
გაკვეთილის თემა: ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”
გაკვეთილის მიზანი:
·         გააცნობიერებენ  ბუნებაში ადამიანის უხეშად ან და დადებითად ჩარევით გამოწვეული შედეგების მნიშვნელობას;
·          შეძლებენ ტექსტიდან პრობლემის გამოყოფას და პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნას.
·         მოსწავლეებს განუვითარო მეგობრობის,  თანაგრძნობის,  სხვისი პატივისცემის,   ემპათიის უნარები.
სსსმ მოსწავლეები, გაკვეთილის მიზანი:
·         გააცნობიერონ  ბუნებაში ადამიანის უხეშად ან და დადებითად ჩარევით გამოწვეული შედეგების მნიშვნელობა;
·         ამოიცნობენ პრობლემას.

წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან რა როლი აკისრია ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის; შეისწავლეს ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“,  ნანახი აქვთ მულტიპლიკაციური ფილმი ,,ბემბი“.
       შედეგი: მოსწავლეებმა შეძლეს ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება; მოსწავლეებმა გააცნობიერეს  ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით;
  მოსწავლეებმა შეძლეს ნაწარმოების მხატვრული  თავისებურებაზე დაკვირვება.
qarT. dawy. (II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა დაგაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
·         აკავშირებს ტექსტის ინფორმაციას პირად და/ან ლიტერატურულ გამოცდილებასთან, გამოაქვს სათანადო დასკვნა;

ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათმიმართპირადიდამოკიდებულებისგამოხატვადაახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყისდონეზე).
·         ირჩევს ტექსტში ასახული კონკრეტული პრობლემის გადაჭრისათვის შეთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტებს
შორის მისი თვალსაზრისით საუკეთესოს;
·         სთავაზობს აუდიტორიას ნაწარმოებში გამოკვეთილი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიას.

სსსმ მოსწავლეები:

qarT.dawy.(II).1.მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
·         ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის და განსხვავებული ფორმით მოწოდებულ ზეპირი ნფორმაციას;

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
●      საღი მსჯელობა და აღქმა;
●      რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
●      სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
●      მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვამოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებებისმისაღებად;
●      ინფორმაციის კლასიფიკაციაანალიზი და სინთეზირებაპრობლემების  გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

რესურსი: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, შეფასების რუბლიკები.ფორმატი, წებო.pover painthttps://drive.google.com/file/d/0B7nUji73m7swaFZhMkZuTlMySW8/view

შფასება: შეფასების რუბლიკები; განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
შედეგი მიღწეულია, თუ:
      მოსწავლეებმა შეძლეს ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება; მოსწავლეებმა გააცნობიერეს ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით;

მოსწავლეებმა შეძლეს ნაწარმოების მხატვრული  თავისებურებაზე დაკვირვება.  შეძლეს ტექსტიდან პრობლემის გამოყოფა და გადაჭრის გზების პოვნა. არგუმენტებით გამყარებულ მსჯელობას; შეძლებენ ტექსტიდან საჭირო მონაცემების ამოკრება,  გააზრება, დახარისხებას.  

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;  მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა;
ვერბალური
მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკ
3  წუთი
2
პრობლემის იდენტიფიცირება
აქტივობის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ნანახი რეპორტაჟის გააზრება,  პრობლემის გამოყოფა.
სსსმ მოსწავლეებისთვის:. გაიგონ რეპორტაჟში ნანახი ინფორმაცია
მოსწავლეთა პროვოცირებისთვის მასწავლებელი დაფაზე აკრავს თაბახის ფურცელს, სადაც წერია „ადამიანი და ბუნება“ და უსვამს კითხვას:  თქვენი აზრით რატომ მივაწერე ეს სიტყვები დაფაზე? რა კავშირი არის მათ შორის? მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს. მასწავლებელი მინი ლექციის სახით მოსწავლეებს ესაუბრება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და მათ დანიშნულებაზე. ამის შემდეგ აყურებინებს რეპორტაჟს, რომელიც უკანონო ნადირობას ეხება.
კითხვა-პასუხი.
მთელ კლასთან
კომპიუტერი; პროექტორი; https://drive.google.com/file/d/0B7nUji73m7swaFZhMkZuTlMySW8/view

15  წუთი
3
კითხვა-პასუხი
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასახელება და  მასზე არგუმენტირებული მსჯელობა.
სსსმ მოსწავლეებისთვის: შეძლონ პრობლემის დასახელება.
მსვლელობის აღწერა: მასწავლებელი სვამს ისეთ კითხვებს რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა დაინახონ პრობლემა და  გააანალიზონ.
1            რა არის ამ რეპორტაჟში  მოცემული? რა პრობლემას ეხება ის? 2.  რატომ გახდნენ ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, ქურციკი, იგივე ჯეირანი გადაშენების პირას მყოფნი? 3.  ვინ მიიყვანა ისინი გადაშენების პირამდე? 4. რა შეიძლება გავაკეთოთ ცხოველებისთვის? 5. რომელი ჩვენს მიერ შესწავლილ ტექსტს ეხმიანება ეს რეპორტაჟი? 6. რა პრობლემას ეხება ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“? 7.  ვაჟას მოთხრობაში როგორი ურთიერთობაა ადამიანსა და ბუნების შვილებს შორის? რა უსამართლობას სჩადის ადამიანი?  8.  რა ურთიერთობაა ასევე ბუნების შვილებს შორის?(ჩხიკვი, დიდი ლეგა ფრინველი)  9.    როგორ აღწერს ვაჟა ბუნებას? რა დატვირთვა აქვს მას ნაწარმოებში? 10.   როგორ ეხმიანება ბუნების პეიზაჟი შვლის ნუკრის დედის წინათგრძნობას? 11.   რა შეფასებას მისცემთ თქვენ ადამიანის ქმედებას?
კითხვები სსსმ მოსწავლეებისთვის
რისთვისაა საჭირო ნაკრძალი?  რა არის ნუკრის უბედურების მთავარი მიზეზი? ნუკრის აზრით ადამიანები საშიში არსებები არიან ეთანხმები ამ მოსაზრებას?  როგორი წინათგრძნობა ჰქონდა შველს თავისი სიცოცხლის ბოლო დღეს?

ვერბალური
მთელ კლასთან

7 წუთი
4
ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ პრობლემის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა
    სსსმ მოსწავლეებისთვის: შეძლონ პრობლენის მიზეზის დასახელება..
მსვლელობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს  თხოვს კლასი მოამზადონ ჯგუფური მუშაობისთვის. მოსწავლეებს დააჯგუფებს ისე, რომ სსსმ მოსწავლეები გადანაწილდნენ ორივე ჯგუფში, ურიგებს დავალებას, აძლევს მკაფიო ინსტრუქციას, მათ გადაეცემათ ცხრილი ,,პერსონაჟის რუკა“      

პრეზენტატორს ავირჩევ ბარათების მიხედვით.
აქტივობის შეჯამება.
მოთხრობის რუკა
მთელ კლასთან
ცხრილი
6+2 წუთი
5
ჯგუფური მუშაობა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა  შეძლოს პრობლემის შეფასება.

   სსსმ მოსწავლეებისთვის: მოსწავლეებმა  შეძლოს პრობლემის გააზრება.

მსვლელობის აღწერა: მასწავლებელი ურიგებს ახალ დავალებას, აძლევს მკაფიო ინსტრუქციას, დავალებაა ჩვენ ვნახეთ რეპორტაჟი, სადაც ბრაკონიერები ანადგურებენ ბიომრავალფეროვნებას. ასევე გავეცანით ვაჟა-ფშაველას მოთხრობას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, სადაც მონადირე აობლებს პატარა შვლის ნუკრს. როგორც ვნახეთ ადამიანს ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენების სურვილმა  უგულოდ აქცია. რას იმსახურებენ ისინი? გამოვუტანოთ “ სასჯელი“. (შემდეგ მოსწავლეები გამოუტანენ „სასჯელს“ მონადირეს, ბრაკონიერებს.)
პრეზენტატორს ავირჩევ ბარათების მიხედვით.
აქტივობის შეჯამება.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
ცხრილი


7 წუთი
6
გაკვეთილის შეჯამება მასწავლებელი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით აყურებს ვიდეო რგოლზე სადაც ადამიანები ზრუნავენ პატარა ნუკრზე.
საშინაო დავალების დაწერონ მცირე თხზულება  სათაურით ,,ადამიანი და ბუნება“.   სსსმ მოსწავლეები მათთვის გამზადებულ კითხვებს პასუხის გაცემა (მასწავლებელს  წინასწარ აქვს გამზადებული კითხვები).

შეფასება: განმავითარებელი; განმსაზღვრელი;

ვერბალური
მთელ კლასთან
შეფასების კრიტერიუმები
5 წუთი

რეფლექსია
 https://drive.google.com/file/d/141dENIYyqrTKLRVKHX04h5Jd6_lhUYp_/view?usp=sharing 

https://drive.google.com/file/d/141dENIYyqrTKLRVKHX04h5Jd6_lhUYp_/view?usp=sharing
ფოტო მასალა

https://www.facebook.com/dzentsmanips/media_set?set=a.2325059411086209&type=3 

Комментариев нет:

Отправить комментарий