სასწავლო პროექტი პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ცირა აბულაძე
რაიონი
ქედა
სკოლა
სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება:
 სასკოლო გაზეთის გამოშვება.

განსახორციელებელი აქტივობები

·         სასკოლო გაზეთის გამოშვება;
·         ენობრივი კომპეტენციების მობილიზება-გამოყენება;
·         პროექტის დაგეგმვა-განხორციელება;
·         შემოქმედებითი უნარების განვითარება;
·         თანამშრომლობის უნარის განვითარება;
·         გუნდური მუშაობის უნარისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება;
·         სხვადასხვა რესურსის დახმარებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
·         კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება.
საგანი
ქართლი ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, ისტ.
დონე/კლასი  
5
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ.დაწყ. II.10. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა.
ქართ.დაწყ. II.11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ გამოყენება; ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
  • გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას,
  • ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში,
  • გააცნობენ  თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს,
  • განუვითარდებათ თანამშრომლობის, ინტერვიუს აღების, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნრ-ჩვევები

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის ინფორმაცია?
თემატური კითხვები
რისთვის გვჟირდება ინფორმაციასთან წვდომა?

შინაარსობრივი კითხვები
რისთვის  გვჭირდება გაზეთი?


Комментариев нет:

Отправить комментарий